1. წყლით მომარაგების პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად მიმწოდებლის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ამასთან, გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე, წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად წყლით მომარაგების პერიოდში, ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმის ფარგლებში – აღნიშნულის შესრულება მიმწოდებლის ვალდებულებაა, თუმცა მომხმარებელი პასუხისმგებელია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის, წყალაღების პირობებით დაშვებული ნორმისა და ჰექტარზე განსაზღვრული მორწყვის ნორმების დაცვაზე.
2. მოხმარებულ წყალზე ანგარიშსწორების მიზნით, საირიგაციო ქსელში არსებული ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის წაკითხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში.
3. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული წყლის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მომარაგების ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.
4. მიმწოდებელს მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს ამ წესების შესაბამისად საირიგაციო სისტემის მიღებისა და მიწოდების წერტილებში წყლის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ.
5. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. თუ მომხმარებელს მომსახურება შეწყვეტილი აქვს მიმწოდებლის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების გარეშე.
7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
8. მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი.
9. თუ აღრიცხვის კვანძი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთზე, სადაც შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, ასევე, როდესაც მრიცხველის დროული წაკითხვა ვერ ხდება რთული კლიმატური პირობებით გამოწვეული ობიექტური შემაფერხებელი გარემოების გამო (მაგალითად შეზღუდულია გადაადგილება წყალდიდობის, უხვი ნალექის ან დიდთოვლობის გამო), მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არ არსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის რეალური ჩვენების შესაბამისად.
10. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს აღრიცხვის კვანძთან ან/და მიწოდების წერტილთან, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა უნდა დაარიცხოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არარსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის აღრიცხვის კვანძთან არდაშვებად მიიჩნევა, მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, აღრიცხვის კვანძთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ განმეორებით ხელის შეშლის შემთხვევაში მას შესაძლოა შეუწყდეს წყლით მომარაგება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილი