1. მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა წყლის მოხმარების მიზანი (პროფილური, არაპროფილური ან შერეული) ან, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი წყალს იყენებს არამიზნობრივად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი (სათანადო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში), რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ მომხმარებელს.
2. ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ „აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის წარმდგენს, წყლით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
3. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ წესების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.
4. თუ გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებელი იცვლის წყლის მოხმარების მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი მიწოდების წერტილში, ამ წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში. თუ არაპროფილურ მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ წესების 33-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის შესაბამისად. თუ არსებულ მიწოდების წერტილზე ვერ ხდება აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მიწოდების წერტილის განსაზღვრის პირობები მოცემულია წესების 58-ე მუხლში.
5. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს უძრავი ქონება (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, ფაქტობრივ მფლობელს მოსთხოვოს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;
გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს მიმწოდებელს რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მიწოდების წერტილ(ებ)ზე;
დ) მიმწოდებელი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.
6. ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრის ვალდებულებაა, მიმწოდებელთან წარადგინოს მომხმარებლის რეგისტრაციის შეცვლის განაცხადი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.
7. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი ტექსტური შეტყობინებით და წერილობითი ფორმით გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება მიწოდების წერტილშ