ა) ლაპარაკი ერთი აპარატიდან მეორეზე - ლაპარაკი გამომძახებელ აბონენტსა და ნებისმიერ მოპასუხე აბონენტს შორის;
ბ) პერსონალური ლაპარაკი - ლაპარაკი გამომძახებელ აბონენტსა და განსაზღვრული გამოძახებულ აბონენტს შორის - გამოძახებული პირი შეიძლება მითითებული იყოს გვარით, თანამდებობით, დამატებითი ტელეფონის ნომრით, მისამართით (შეკვეთა-შეტყობინებით), ამა თუ იმ ენის ცოდნით და სხვა ნიშნებით. თითოეულ დამატებით მომსახურებაზე აბონენტი იხდის 1 წუთიანი ლაპარაკის ღირებულებას, ხოლო თუ შეკვეთის შესრულების დროს დასახელებულია დამატებითი ტელეფონის ნომერი და გვარი გადასახადი მომსახურებისათვის იანგარიშება, მასზე ფაქტობრივად დახარჯული დროის მიხედვით;
გ) ლაპარაკი გამოძახებული პირის ანგარიშზე. ასეთი ლაპარაკები დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნების აბონენტებთან, რომელთა შესაბამისი საერთაშორისო საოპერატორო სატელეფონო კომპანიებთან საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კავშირის საოპერატორო ორგანიზაციას დადებული აქვს სპეციალური ხელშეკრულება. შეკვეთა გამოძახებული პირის ანგარიშზე მიიღება იმის მიუხედავად, გამოძახებული ტელეფონი ბინისაა თუ არა,ამ შემთხვევაში გაწეული მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ გამოძახებული პირი;
დ) ლაპარაკი საკრედიტო ბარათის გამოყენებით - ლაპარაკი, რომლის შეკვეთის დროსაც გამომძახებელი აბონენტი ასახელებს თავისი საკრედიტო ბარათის ნომერს და საკუთარ გვარს.
უცხოეთის ქვეყნების სატელეფონო კომპანიების საკრედიტო ბარათების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კავშირის საოპერატორო ორგანიზაციის და დაინტერესებული ქვეყნების შესაბამის საერთაშორისო საოპერატორო სატელეფონო კომპანიებს შორის სპეციალური ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.
ე) ლაპარაკი ცნობით დადგენილ ტელეფონის ნომერზე - გადასახადი აღნიშნული დამატებითი მომსახურებისათვის იანგარიშება, როგორც ერთწუთიანი ლაპარაკის ღირებულებ