ა) ლაპარაკები უბედურების შესახებ, რომლებსაც მიეკუთვნებიან ლაპარაკები ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერსა და კოსმოსურ სივრცეში, აგრეთვე ლაპარაკები, რომლებიც გამოწვეულია მაშველი სამსახურების მონაწილეობის აუცილებლობით მძიმე უბედური შემთხვევების, მიწისძვრის, ქარიშხლის, გრიგალის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვათა შედეგების სალიკვიდაციოდ.
უბედურების შესახებ ლაპარაკებს უთანაბრდება განსაკუთრებული სასწრაფო სატელეფონო საუბრები, რომელსაც აწარმოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაკავშირებულია ეპიდემიებთან.
ბ) სახელმწიფოებრივი ხასიათის სატელეფონო ლაპარაკები, რომლებსაც მიეკუთვნება შემდეგი თანამდებობის პირთა ლაპარაკები:
– საქართველოს პრეზიდენტი;
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
– საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს პარლამენტის დეპუტატები;
– საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეები;
– საქართველოს მინისტრები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების და კომიტეტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
– აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები;
– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
– საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის განყოფილებათა უფროსები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
– საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
– საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები;
– საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
– საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები;
- ქალაქების მერები და მათი მოადგილეები;
– ადგილობრივი მმართველობის რაიონული ორგანოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
– სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მისი მოადგილეები;
– კორპორაცია „საქტელერადიოს“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
– საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობათა სარდლები;
– დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურები და პირები, რომლებიც მათ ცვლიან;
–იმ ტერიტორიების მეთაურები, რომლებიც იმყოფებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეურვეობის ან მანდატის ქვეშ.
საქალაქთაშორისო და საეთაშორისო სატელეფონო ლაპარაკები სახელმწიფო კატეგორიებით წარმოებს წინასწარ განსაზღვრული ტელეფონების ნომრებიდან.
გ) სასამსახურო ლაპარაკები, რომლებიც ეხება სატელეფონო კავშირის ფუნქციონირებას ან სატელეფონოო არხების გამოყენებით ელექტროკავშირგაბმულობის სხვა კავშირების ორგანიზაციას და მუშაობას;
დ) ლაპარაკები პაროლით;
ე) კერძო ხასიათის ლაპარაკები, რომლებსაც მიეკუთვნება ყველა სახის სატელეფონო ლაპარაკი გარდა წინამდებარე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ლაპარაკების