საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დაზიანების ან გადატვირთვის შემთხვევაში მეურნე სუბიექტს შეუძლია მოაწესრიგოს მომსახურების წესი, შემოიღოს შეზღუდვები სატელეფონო საუბრების შეკვეთებზე, ხოლო მიღებულ შეკვეთებზე დააწესოს ლაპარაკის ხანგრძლივობა.
შეზღუდვების შემოღების სისწორის დასაბუთება ევალება მეურნე სუბიექტს.
შეზღუდვის შემოღების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს შეკვეთის მიღების ან სატელეფონო ლაპარაკის შეთავაზების დროს.