1. მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეურნე სუბიექტი დაამტკიცებს, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მის საწარმოო შესაძლებლობებს ან სცილდება ლიცენზიით დაშვებული საქმიანობის საზღვრებს.
2. ტიპურ მომსახურებას მიეკუთვნებიან:
ა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკი ავტომატური კავშირის გამოყენებით;
ბ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკი ოპერატორის (მეელსლმენის) დახმარებით;
გ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კონფერენც-კავშირი;
დ) მომხმარებლების სატელეფონო კავშირით კომპლექსური უზრუნველყოფა სოციალურ-პოლიტიკური, კულტურულ-სანახაობრივი და სპორტული ღონისძიებების ჩატარების დროს;
ე) დამატებითი მომსახურების კომპლექსი, რომელიც მომხმარებელს გაეწევა ოპერატორის (მეელსმენის) მიერ მისი წინასწარი შეკვეთით.
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობის თავისებურებანი