1. როდესაც ერთი ან მეტი პირი (პროფილური მომხმარებელი) ითხოვს ერთი მიწოდების წერტილიდან ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგებას, მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მოთხოვნილ მიწოდების წერტილის შესაბამის აბონენტის ნომერზე (როგორც ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული ობიექტები), მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, თუ:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის არსებობის შემთხვევაში (მომსახურების ხელშეკრულებების ფარგლებში), მიმწოდებელთან წარდგენილ იქნა ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მფლობელთა საირიგაციო სისტემის მომსახურების ხელშეკრულების ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობის შეთანხმება (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად);

ბ) აბონენტის ნომერზე, წყალსარგებლობის განრიგის არარსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამისი განაცხადი წარდგენილ იქნა, კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მარტამდე.

2.  ერთ აბონენტის ნომერზე რამდენიმე უძრავი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში, ყველა უძრავი ქონების მფლობელი სარგებლობს თანაბარი უფლებით, ამ აბონენტის ნომერზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან:

ა) მომხმარებლის აბონენტის ნომერზე რეგისტრაცია უვადოა, სანამ მომხმარებელი არ მოითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას ან აბონენტის ნომრიდან მომარაგებულ უძრავ ქონებაზე შეწყდება/დაკარგავს მფლობელობას ან/და შეიცვლის მოხმარების მიზნობრიობას (ამ ფაქტის მიმწოდებლის მიერ გამოვლენისთანავე);

ბ) ერთ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული პირების „წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმება“ მოქმედებს მომხმარებლის რეგისტრაციის პერიოდზე და არ საჭიროებს განახლებას (სეზონურ განახლებას), თუ ეს გარემოება პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წესებით ან ამ ხელშეკრულებით;

გ) თუ რომელიმე უძრავ ქონებაზე შეიცვლება მოხმარების მიზნობრიობა, ამ შემთხვევაში არაპროფილური მომხმარებელი უნდა მიერთდეს ინდივიდუალურ მიწოდების წერტილზე, სადაც უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი ამ წესების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად ან მოითხოვოს ახალი ობიექტის მიერთება ამ წესების 21-23-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ტექსტური შეტყობინებით აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების ყველა მფლობელს (ინდივიდუალურად) მიმწოდებლის მიერ აბონენტის ნომერზე ახალი უძრავი ქონების დამატების/ამოღების, წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების განახლების და ამ მოქმედების სავალდებულოდ შესრულების ვადების შესახებ.

4. ერთ აბონენტის ნომერზე, რამდენიმე უძრავი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში, წყლით მომარაგება შესაძლებელია ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მფლობელების მიერ წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების ან „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციად რეგისტრაციის შემთხვევაში – წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ აბონენტის წყალმომარაგება დაუშვებელი