1. აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
3. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
4. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
5. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
6. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
7. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.
8. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
9. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
10. ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით (დაზღვეული წერილის გაგზავნის ხარჯები ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ).
11. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპური ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება (დანართი 1). ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი 1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
12. აბონენტად რეგისტრაციის, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) და ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესების პირობების შესაბამისად, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
13. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
14. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. აბონენტის ნომერზე პროფილური მომხმარებლების ერთზე მეტი უძრავი ქონების რეგისტრაცია (გაერთიანებული მომხმარებელი)
- მუხლი 12. 1. უმაღლესი კატეგორიის აბონენტებისათვის მუდმივ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა (მათ შორის, აპარატურის ღირებულების) საკუთარი ხარჯებით განახორციელ
- მუხლი 20. აბონენტის მონაცემებში ცვლილება და ინფორმაციის განახლება
- მუხლი 32. ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც მეურნე სუბიექტის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობ
- მუხლი 45. 1. ტვირთის გადასაზიდად გაფორმება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ზედნადებით, თუ ტვირთგამგზავნი რეგისტრირებულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტად და გაგზავნის სადგური ჩართულია ამ სისტემ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 13. დავის განხილვა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
- მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-18/