1. მიმწოდებელი ვალდებულია მიმართოს კომისიას შესაბამის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალზე ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის პირობების განსაზღვრის მოთხოვნით, თუ ადგილი აქვს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ გარემოებას:
ა) ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით არაპროფილური მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც საფრთხეს შეუქმნის პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;
ბ) გენერაციის ობიექტის მიერ მოთხოვნილი პარამეტრებით საირიგაციო სისტემაზე მიერთება გამოიწვევს წყლის არარაციონალურ მოხმარებას და გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთება აშკარად უარყოფითად იმოქმედებს პროფილური მომხმარებლების წყალმომარაგებაზე. ასევე, საფრთხეს შეუქმნის საირიგაციო სისტემის კონსტრუქციულ მდგრადობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს;
ბ) ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების აკრძალვის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემაზე მიერთების აკრძალვა მოქმედებს იქამდე, სანამ არ მოიხსნება ამ მუხლით და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემზღუდველი გარემოება, რის შემდგომაც, ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს ახალი განაცხადის საფუძველზე, ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების განსაზღვრული პირობების დაცვი