1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოთხოვნილ ტერიტორიამდე საირიგაციო სისტემით წყლის მიტანის შემთხვევაში, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის მიერ კონკრეტულად, ამ აბონენტის წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით მიერთებისას (წესების 21-ე – 23-ე მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი საირიგაციო სისტემის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება წყლის საირიგაციო სისტემის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე. ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური დაარიცხოს წყლის მოხმარების შესაბამისად;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყლით მომარაგებას შეწყვეტს საანგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტ