1. საირიგაციო სისტემის მართვისა და ანგარიშგების კონცეფცია მტკიცდება კომისიის მიერ.
2. საირიგაციო სისტემაში წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს მის საპროექტო მაჩვენებლებს, წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. მომხმარებლის წყლით მომარაგებისას, მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული წყლის მიწოდებაზე. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვასა და ვალდებულია განახორციელოს სათანადო ღონისძიებები წყლის დაბინძურების აღსაკვეთად.
3. მომხმარებლის წყალმომარაგების მიზნით, მიმწოდებელი ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს საირიგაციო სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს და სხვა სახის მოწყობილობებს) მიწოდების წერტილის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას.
4. მიმწოდებლის საირიგაციო სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია საირიგაციო სისტემასთან თვითნებური მიერთება ან/და წყლის თვითნებური მოხმარება.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის წყლის მრიცხველის მოსაწყობად ან/და შესაძენად, ასევე, საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად