1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.

2. წესების შესაბამისად სისტემის ოპერატორი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს ან  ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ელექტრომომარაგება. ამასთან სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას.

3. სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია სისტემის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად