1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

2. მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

3. ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017