კარი VII — სამხარეო საკონსულტაციო საბჭოთავი XIXსამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება
1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს ამ კანონით დადგენილი წესით.
2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2018 ორგანული კანონი №3462
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 146. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი 1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან − გუბერნატორთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს ამ კანონით დადგენილი წესით. 2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.