სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა:

ა) სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;

გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018