ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს;
ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით.
3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში.
4. (ამოღებულია - 26.07.2017, №1251).
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 152. მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია1. „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია): ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს; ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით. 3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში. 4. 2017 წლის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოღების მორიგი არჩევნები იმართება ამ კანონის 150-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილ თვითმმართველ ერთეულებში - 26.07.2017, №1251).