2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით გაზარდონ არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად წინა წელთან შედარებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №100 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4018 – ვებგვერდი, 25.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.12.2018 ორგანული კანონი №4018
- 16.12.2016 ორგანული კანონი №100
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვებიშეზღუდვები1. 1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით გაზარდონ არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად წინა წელთან შედარებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება