„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში გადატანის თაობაზე;

ბ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს;

გ) საქართველოს სამინისტროებმა ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ. საქართველოს სამინისტროების მიერ ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების საკითხი საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენება ხდება იმავე პროგრამული კოდის ფარგლებში, შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) იმავე კოდით;

დ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯილდოს და დანამატის გაცემა, გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 51 პუნქტის საფუძველზე დაწესებული დანამატებისა;

ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრ