მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;

გ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

დ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება;

ე) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი;

ვ) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

ზ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;

თ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ი) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

კ) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ლ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;

მ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;

ო) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;

პ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ჟ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;

ს) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;

ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

უ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;

ფ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი  ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა;

ქ) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა;

ღ)  ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;

ყ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების  განსაზღვრა;

შ)  სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის  განსაზღვრის კოორდინაცია, როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;

ჩ) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ც) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის  შესახებ ინფორმაციის მომზადებ