ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
დ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და ჩატარება;
ე) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა - თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა, შედეგების ანალიზი;
ზ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
თ) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ი) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების პროცესის წარმართვა;
ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესერსების მართვის სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებ