დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრებისა და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;

ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;

გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება, კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;

ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადებ