საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ზ) პროტოკოლის წარმოება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების  ორგანიზაციული უზრუნველყოფ