ადმინისტრაციის და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება;
ბ) სამსახურების მიმდინარე საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების განხილვა და იუსტიციის სახლის მიზნებთან და სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) შესაბამის სამსახურებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა;
დ) აღმასრულებელი დირექტორის ან/და სამსახურების მიერ ინიცირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
ე) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
ვ) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია;
ზ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებების უფლებამოსილი პირების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;
ი) დამატებითი შემოსავლის გენერირების მიზნით აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვ