საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში შესაძლო სამართალდარღვევათა რისკების, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  გამოვლენისა და  იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მათი ანალიზი;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით  წინადადებების შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;

გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა/დამუშავება/ანალიზი, მინისტრისთვის, ასევე სამსახურის მიერ განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენ