სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება  შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;

ბ) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება;

გ) სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;

დ) სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;

ე) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

ზ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლ