შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასების შედეგებისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტრატეგიული განვითარების გეგმების შექმნის უზრუნველყოფა და გეგმის დამუშავების პროცესში სათანადო მხარდაჭერა;

ბ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით სამოქმედო გეგმების ფორმირების უზრუნველყოფა, მათი სათანადოდ განხორციელების ზედამხედველობა, დადგენილი ვადებისა და პირობების დაცვით;

გ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის საერთაშორისო მოთხოვნებთან თანხვედრის მიზნით საჭირო ცვლილებების მუდმივი გამოვლენის, დამუშავებისა და გეგმის დროული კორექტირების უზრუნველყოფა;

დ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში გადახრების, პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა, მათი მიზეზების მოკვლევა და რეაგირების ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერა;

ე) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხისა და შედეგების  შეფასების მეთოდებისა და მიდგომების შერჩევა და განსაზღვრული პერიოდულობით შეფასების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი მხარეების მონაწილეობი