დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მუდმივი გამოვლენა და მათ შესახებ საინფორმაციო ბაზების ფორმირება/განახლება;
ბ) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების სამომავლო გეგმების, მათი ინტერესებისა და პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური შესწავლა;
გ) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მოთხოვნებსა და პირობებზე ინფორმაციის მოპოვება;
დ) დონორებთან, კრედიტორებთან და ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკის განვითარება, ფინანსური რესურსების, მათ შორის, ტექნიკური დახმარების მოზიდვის შესაძლებლობების გამოვლენა და ამ თვალსაზრისით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხარდაჭერა;
ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობების შეფასების თვალსაზრისი