იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;

დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან  ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან/დაწესებულებებთან, წარმომადგენლობით ორგანოსთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა/ინიციირება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების  სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია;

ლ) სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

მ) საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, შესწავლა შემდგომში მისი ჰარმონიზაციისა და სრულყოფის მიზნით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების იურიდიული სამსახურების მუშაობაზე ზედამხედველობა/კოორდინაცია;

ო) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოშ