სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;

თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;

კ) დავების განხილვის სამსახური;

ლ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ნ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველო;

ო) სტრუქტურული რეფორმების სამმართველო;

პ) სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო;

ჟ) გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო;

რ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო;

ს) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო;

ტ)  დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველო;

უ) სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო.

თავი VI

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენც