1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, 2025 წელს „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებით შესრულებული სამუშაოების/საქონლის/მომსახურების დაფინანსება, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, განახორციელოს ამ კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ შესასყიდ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები) ითვლებიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და აქვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობ