საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია:
ა) კაპიტალური ტრანსფერი;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;
გ) სპეციალური ტრანსფერი.“.
2. 95-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 154-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 1551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები
1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით გაზარდონ არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად წინა წელთან შედარებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები.“.
5. 164-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მათ ბიუჯეტებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 14 დეკემბერი 2018 წ. N4018-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებიმუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია:
- მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით
- მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 14.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4018-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.017900.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №4018-Iს, 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.017900 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4417454/