საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 54-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:
„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“.
2. 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“.
3. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.“.
4. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“.
5. 164-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 მაისი 2016 წ. N5142-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 54. მერის უფლებამოსილება1. მერი:
- მუხლი 61. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლე
- მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი
- მუხლი 73. თბილისის მერი
- მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5142-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.016168.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №5142-IIს, 27.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3295805/