თავი VI — მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
კარი IIIსაქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 27.05.2016 ორგანული კანონი №5142
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება1. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით. 2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის, (გარდა მუნიციპალიტეტრის გამგებლი) და სხვა /მოხერლისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან/მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან გა, მგეობის/მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/მერიას − გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ. კარი IIIსაქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუსი