კარი III — საქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუსი
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას.
3. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის დადგენილი, თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები, მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი თავებით მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი დებულებებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსი1. საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას. 3. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის დადგენილი, თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები, მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი თავებით მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი დებულებებით.