გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310018002422930
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/2615-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ი-------------–---–ი

 

მოპასუხეები:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი - ნ--------------–ი

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------–----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ნ-------------–---–ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღადგენა;

 

1.4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნ-------------–---–ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ დანიშვნა;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - ნ-------------–---–ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 22 თებერვლიდან თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ-------------–---–ი ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დასაქმებული იყო 2014 წლის 22 სექტემბრიდან და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №------------ ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მ---–-----------–---–---------------ანყოფილების მ------------–---–----ი ნ-------------–---–ი, მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა ამავე გამგეობის საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფის მ------------–---–----ის თანამდებობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №------------- ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მ------------–---–----ის (მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი) ნ-------------–---–ის თანამდებობად განისაზღვრა მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2014 წლის 22 სექტემბრის №-- ბრძანება, დანართით (ტ.2. ს.ფ. 202-204);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №--- ბრძანება, დანართით (ტ.2. ს.ფ. 206-207);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2014 წლის ნოემბრის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 208);

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2014 წლის ნოემბრის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 210);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 16 თებერვლის №-- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 212-214);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 27 თებერვლის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 215);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 27 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 217);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 27 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 221);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №------------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 222);

- ნ-------------–---–ის 2017 წლის 17 მარტის განცხადება (ტ.2. ს.ფ. 253);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №------------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 223).

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების - თბილისის რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია.

 

ნ-------------–---–მა პირადი ხელმოწერით დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმირების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 მარტის №-------------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 171);

- 2018 წლის 18 იანვრის გაფრთხილება (ტ.1. ს.ფ. 39).

 

3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 22 იანვრის №------------ ბრძანებით ამავე გამგეობაში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ა) ნ-------------–---–ი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი. აღნიშნული ბრძანება მოქმედებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 22 იანვრის №------------ ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 38).

 

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა, დანართი 6-ის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, გამგეობა განისაზღვრა შემდეგი სტრუქტურული ერთეულებით: 1. საორგანიზაციო განყოფილება, 2. იურიდიული განყოფილება, 3. სამხედრო განყოფილება, 4. ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილება, 5. საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილება, 6. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება, 7. თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება, 8. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება, 9. სოციალური პროექტების განყოფილება, 10. მ---–-----------–---–---------------ანყოფილება, 11. ვერის უბნის საუბნო განყოფილება, 12. კიკეთი-კოჯრის საუბნო განყოფილება, 13. წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილება. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის 22 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილება, დანართი 6-ით (ტ.2. ს.ფ 264-267).

 

3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში განისაზღვრა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროში გადაიგზავნა გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სია. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროდან 2018 წლის 9 თებერვლის №გ1714 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში შევიდა ინფორმაცია საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შესახებ, სადაც მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის ვაკანტური თანამდებობა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 15 თებერვლის №------------ წერილით ნ-------------–---–ის კანდიდატურა მობილობის განხორციელების მიზნით წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 20 თებერვლის №----------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვაკანტური თანამდებობების შევსების მიზნით გეგმავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების გამოცხადებას.

 

აღნიშნული ინფორმაცია ნ-------------–---–ს ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 მარტის №-------------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 15 თებერვლის №------------ წერილი, დანართით (ნ-------------–---–ის CV და სამუშაო აღწერილობა (ტ.2. ს.ფ. 172-177);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 20 თებერვლის №----------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 41);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 მარტის №-------------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 171);

 

3.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი ნ-------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 22 თებერვლიდან. ამავე ბრძანებით ნ-------------–---–ი ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 224);

 

3.7. 2018 წლის 28 თებერვალს ნ-------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ნ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდა საჩივრის ავტორისა და მოწინააღმდეგე მხარის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ-------------–---–ის 2018 წლის 28 თებერვლის №-------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-------------–---–ის 2018 წლის 28 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.2. ს.ფ. 166);

- კორესპოდენციის მიღების ბარათი (ტ.2. ს.ფ. 165);

- 2018 წლის 20 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, CD-დისკით (ტ.2. ს.ფ. 163-164, ტ.1. ს.ფ. 278);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 20 მარტის №-------------- წერილობითი პოზიცია (ტ.2. ს.ფ. 225-226);

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 156-162).

 

3.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობა, 2018 წლის 14 თებერვლის, 22 თებერვლის და 29 აპრილის მდგომარეობით ვაკანტური იყო სხვადასხვა განყოფილებაში, კერძოდ, 14 თებერვლის მდგომარეობით: სამხედრო განყოფილებაში, პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილებაში, ვერის უბნის საუბნო განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში; 22 თებერვლის მდგომარეობით: ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში და 29 აპრილის მდგომარეობით: ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 23 თებერვლის №-------------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 52);

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.12. ს.ფ. 52);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 4 მაისის №-------------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 18);

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 19);

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 29 აპრილის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 20).

 

3.9. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვაკანტური თანამდებობების შესავსებად სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო კონკურსები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მაისის №გ5097 წერილი, დანართით (ტ.2. ს.ფ. 5-12).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ------------ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელე ნ-------------–---–ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან, ასევე, სრულყოფილი მობილობის განხორციელებასთან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

დადგენილია, რომ ნ-------------–---–ი ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დასაქმებული იყო 2014 წლის 22 სექტემბრიდან და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის №------------ ბრძანებით მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა ამავე გამგეობის საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფის მ------------–---–----ის თანამდებობაზე. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №------------- ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მ------------–---–----ის (მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი) ნ-------------–---–ის თანამდებობად განისაზღვრა მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობა. ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს მითითებული კანონმდებლობა.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

 

მითითებული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა). რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი), რომელიც 82-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განმტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; ზ) გამგებელი ქმნის გამგებლის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებს (საბჭოებს); ი) ხელს აწერს გამგეობის ფინანსურ დოკუმენტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამგეობის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება: ა) პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭო; ბ) პრობლემებსა და მოთხოვნებზე რეაგირების განხილვის საბჭო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბჭოების შემადგენლობასა და მუშაობის ორგანიზების წესს ადგენს გამგებელი, ხოლო მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის/მომზადების, დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, გამგებლის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას სხვა საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები – საბჭოები.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ნ-------------–---–ი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობაში მუშაობდა საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანებით. ამავე ბრძანებით ნ-------------–---–ი ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

 

მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების - თბილისის რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია. ამასთან, ნ-------------–---–მა პირადი ხელმოწერით დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმირების ფაქტი.

 

საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 22 იანვრის №------------ ბრძანებით ამავე გამგეობაში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ა) ნ-------------–---–ი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი. აღნიშნული ბრძანება მოქმედებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე. ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა, დანართი 6-ის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, გამგეობა განისაზღვრა შემდეგი სტრუქტურული ერთეულებით: 1. საორგანიზაციო განყოფილება, 2. იურიდიული განყოფილება, 3. სამხედრო განყოფილება, 4. ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილება, 5. საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილება, 6. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება, 7. თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება, 8. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება, 9. სოციალური პროექტების განყოფილება, 10. მ---–-----------–---–---------------ანყოფილება, 11. ვერის უბნის საუბნო განყოფილება, 12. კიკეთი-კოჯრის საუბნო განყოფილება, 13. წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილება. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის 22 თებერვლიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ 2018 წლის 22 თებერვლიდან საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების მართვისა და ანალიზის ჯგუფი, კერძოდ, ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული, აღარ ჩამოყალიბდა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს რა დასაქმებული პირის ინტერესებს, 52-ე მუხლის პირველი პუნქტით ადგენს, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი მიუთითებს, რომ მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესით“.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში განისაზღვრა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროში გადაიგზავნა გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სია. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროდან 2018 წლის 9 თებერვლის №გ1714 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში შევიდა ინფორმაცია საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შესახებ, სადაც მითითებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის ვაკანტური თანამდებობა.

 

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მობილობის განხორციელების მიზნით 2018 წლის 15 თებერვლის №------------ წერილით ნ-------------–---–ის კანდიდატურა წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის 20 თებერვლის №----------- წერილით უარი განაცხადა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ------------ ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტი ნ-------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 22 თებერვლიდან. ამავე ბრძანებით ნ-------------–---–ი ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.

 

ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული და ამავე დროს, კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარი განაცხადა, სახეზე იყო მოსარჩელის - ნ-------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები. ამასთან, სწორედ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის აპელირება მის კვალიფიციურობაზე, დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებასა და ხელმძღვანელის მხრიდან მის უმაღლეს შეფასებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება არ წარმოდგენს დავის საგანს, რამდენადაც ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას და არა მასში შტატების შემცირებას, რა დროსაც მოხდებოდა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭება.

 

ამასთან, რაც შეეხება იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის განხორციელებას, სადაც ნ-------------–---–ი იყო დასაქმებული, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის თანამდებობა, 2018 წლის 14 თებერვლის, 22 თებერვლის და 29 აპრილის მდგომარეობით ვაკანტური იყო სხვადასხვა განყოფილებაში, კერძოდ, 14 თებერვლის მდგომარეობით: სამხედრო განყოფილებაში, პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილებაში, ვერის უბნის საუბნო განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში; 22 თებერვლის მდგომარეობით: ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში და 29 აპრილის მდგომარეობით: ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოხელის მობილობის წესით გადაყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მისი კომპეტენციისათვის ფუნქციურად შესაბამის თანამდებობაზე, რა დროსაც რანგისა და კატეგორიის შესაბამისობის განსაზღვრასთან ერთად მნიშვნელოვანია დადგინდეს შემცირებული (გაუქმებული) და ვაკანტური თანამდებობები ერთმანეთის შესაბამისობა ფუნქცია-მოვალეობებისა და კომპეტენციის კუთხითაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებაზე ნ-------------–---–ის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, საჯარო დაწესებულებას არ ავალდებულებს მასთან არსებული ვაკანტური თანამდებობის სხვა დაწესებულებიდან მობილობის წესით შევსებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მისივე ინტერესების გათვალისწინებით. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უ------------–---–--ტის ვაკანტური თანამდებობის შევსება მისი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია კონკურსის წესით სხვადასხვა კანდიდატთაგან საუკეთესოს შერჩევის გზით, რაც ვერ განხორციელდებოდა მობილობის წესით მოსარჩელის მითითებულ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

 

6.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ------------ ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის (გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ ბათილად არ სცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე მხარე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნ-------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე ნ-------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 აპრილს სს ,------------კში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელე ნ-------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 აპრილს სს ,------------კში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე