2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)1. გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი. 2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს. 3. გამგებლრის/ პირველი მოადგილერ/მოადგის ლე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გა(ხელმგძღვანელობის/ენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, საკუთავრისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.