წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. მერიის თანამდებობის პირებიპირები1. 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების (მერის ჩათვლით) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-695(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მერი და მისი მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, ხოლო მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მერიის თანამდებობის პირია და საჯარო მოხელეს წარმოადგენს ( ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვ.პ., მე-60 მუხლის 1-ლი ნაწ.; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვ.პ.).
საქმე №ბს-691(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2022
…ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლი განსაზღვრავს მერიის თანამდებობის პირებს, რომლის მიხედვით, მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი;
საქმე №2კ-445აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.08.2022
გარდა ამისა, ოქმის შედგენის დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება სზაკ-ის 53-ე მუხლის, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის" მე-3, მე-6 მუხლის, საქართელოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-5, 23-ე, 48-ე, 52-ე, 59-ე, მე-60 მუხლების ციტირებებისაგან, ასევე Nბს-638-613(კ-13) საქმეზე საკასაციო სასმართლოს განჩინების მოტივაციის ნაწილის ციტირებისაგან და აღნიშნულის საფუძველზე…
საქმე №ბს-1035(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
ამავე კანონის 110–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 114–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 52, №1958-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2244429/muxli-52/