გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3165862-3/182-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ააიპ ს----------–----–------–-------–-------------–--
წარმომადგენელი - თ---------–--------ი
მოპასუხე - ბ-----------------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თ--------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბ-----------------–----–--------------ას დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ს----------–----–------–-------–-------------–იის 2019 წლის 29 ივლისის 8---- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ივლისს ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–--მ 8---- წერილით მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება, კერძოდ ბორჯომის მერიის, ასევე მისი ქვემდებარე ორგანიზაციების თანამშრომელთა სრული სია მათი თანამდებობების მითითებით, ასევე სათითაოდ მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებების შესახებ ინფორმაციები.
ფედერაციამ 2019 წლის 13 აგვისტოს წერილით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ თუ ჯამში რამდენი თანამშრომელი და შტატგარეშე დაქირავებული პირი მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიეტის მერიაში და მის ქვემდებარე ორგანიზაციებში და ყველა თანაშრომლის მიერ ერთობლივად აღებული თანხების ოდენობების ჯამი.
შესაბამისად სრული ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილი იყო, არ გაუცია ბორჯომის მუნიციპალიტეტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ-----------------–----–--------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზედაც არ იქნა გაცემული პასუხი, წარმოადგენდა პერსონალურ, პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, რის გამოც მას კანონიერად ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 29 ივლისს ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–--მ 8---- განცხადებით მიმართა ბ-----------------–----–--------------ას და მოითხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა:
- ბ-----------------–----–--------------ის თანამშრომელთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისათვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ, ასევე შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისთვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ. ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მათი თანამდებობების მითითებით, ასევე ზემოაღნიშნულ პირებზე 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული შრომის ანაზღაურებების ოდენობები თითოეული თვის მიხედვით (ხელფასი, პრემია, დანამატი);
- ბ-----------------–----–--------------ის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ თითოეული ორგანიზაციის თანამშრომელთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისათვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ, ასევე შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისთვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ. ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მათი თანამდებობების მითითებით, ასევე ზემოაღნიშნულ პირებზე 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული შრომის ანაზღაურებების ოდენობები თითოეული თვის მიხედვით (ხელფასი, პრემია, დანამატი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- 29.07.2019 წლის 8---- განცხადება (ს.ფ. 12-13);
3.1.2. ბ-----------------–----–--------------ს 2019 წლის 13 აგვისტოს N 0------ წერილით ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–--ს 2019 წლის 29 ივლისის N 8---- წერილის პასუხად ეცნობა შემდეგი:
- 2018 წლის მდგომარეობით ბ-----------------–----–--------------აში დასაქმებული იყო 81 თანამშრომელი, ხოლო 2018 წლის სახელფასო ფონდი შეადგენდა 1 154 249 ლარს;
- 2018 წლის მდგომარეობით მერიაში დასაქმებული იყო 8 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო სახელფასო ფონდი შეადგენდა 160 734 ლარს;
- ა(ა)იპ ბ-------------------------------------------–---------–----–------ში დასაქმებული იყო 7 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 73330 ლარს;
- ა(ა)იპ ბ-----------------–----–------------–---–-------------–---–----------–------------------------–------ში დასაქმებული იყო 9 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 63840 ლარს;
- ა(ა)იპ ბ------------------–-----------------------ში დასაქმებული იყო 41 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 167564 ლარს;
- ა(ა)იპ გ-------------ა დასაქმებული იყო 12 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 99550 ლარს;
- ა(ა)იპ ბ----------------------------------------------ში დასაქმებული იყო 45 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 286001,80 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 4; გაცემული ხელფასი - 18812,50 ლარი;
- ა(ა)იპ ს----–------–-----------------–-------–-------------------აში დასაქმებული იყო 181 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 1116107 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 2; გაცემული ხელფასი - 1300 ლარი;
- ა(ა)იპ ს-----–---–---–ში დასაქმებული იყო 44 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 194779 ლარს;
- ა(ა)იპ ს-----------------–აში დასაქმებული იყო 63 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 272700 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 2; გაცემული ხელფასი - 4100 ლარი;
- ა(ა)იპ ბ------------–--------–-------------------–--------ი დასაქმებული იყო 34 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 254274,48 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 26; გაცემული ხელფასი - 105127,63 ლარი;
- ა(ა)იპ ბ----------------–-----------------–---------–------ში დასაქმებული იყო 89 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 289858 ლარს;
- ა(ა)იპ ს-----------------–--------------------- დასაქმებული იყო 3 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 26876,26 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 23; გაცემული ხელფასი - 100799,92 ლარი;
- ა(ა)იპ ბ---------------–----------- დასაქმებული იყო 18 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 90480 ლარს;
- ა(ა)იპ ს------–--- დასაქმებული იყო 8 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 36985 ლარს;
- ა(ა)იპ ბ-----------------–------–-----–-------–--ა დასაქმებული იყო 19 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 101700 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 1; გაცემული ხელფასი - 4891 ლარი;
- ა(ა)იპ ს----–--------–-------–---------------------–---–------–-------–------------------------–--–---–--------–----------------------–ა დასაქმებული იყო 44 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 176280 ლარს;
- ა(ა)იპ ბ--------------------------------------–---–----ა დასაქმებული იყო 98 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო გაცემული სახელფასო ფონდი შეადგენს 554842,58 ლარს; შტატგარეშე თანამშრომელი - 12; გაცემული ხელფასი - 29125 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
-13.08.2019 წლის N0------ წერილი (ს.ფ. 14-15);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბ-----------------–----–--------------ის მიერ ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–იის 2019 წლის 29 ივლისს 8---- წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ იქნა გაცემული, ვინაიდან იგი არ შეიცავს წერილით მოთხოვნილ და საჯარო ინფორმაციას განკუთვნილ შემდეგ მონაცემებს:
- ბ-----------------–----–--------------ის თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სრული სიას, მათი თანამდებობების მითითებით, ასევე თითოეულ მათგანზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობას თითეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, მათ შორის იმ თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სრულ სიას, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ;
- ბ-----------------–----–--------------ის თანამშრომელთა საშტატო და შტატგარეშე ნუსხას, ასევე თითოეულ საშტატო ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობას თითეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე;
- ბ-----------------–----–--------------ის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომელთა საშტატო და შტატგარეშე ნუსხას, ასევე თითოეულ საშტატო ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობას თითეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ წერილით მოთხოვნილი მონაცემები საჯარო ინფორმაციას და რამდენად სრულყოფილად იქნა იგი გაცემული მოპასუხის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული კოდექსის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.
ამდენად, ყოველი პირისათვის (ფიზიკური თუ იურიდიული) გარანტირებულია საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 02.07.2019 წლის N0------ წერილით გაცემული ინფორმაციის გარდა, მოპასუხისაგან მოსარჩელეს ასევე მოთხოვნილი ჰქონდა სხვა სახის ინფორმაციაც, რაც ვერ მიიღო. მოპასუხემ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი განმარტა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს.
შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ხოლო იგივე კანონის მე-2 მუხლის „ა“პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ არის საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისათვის. ე.ი. ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტში განმარტებულია თუ ვინ წარმოადგენს თანამდებობის პირს ამ კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიზნებისათვის, კერძოდ, ესაა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-52 მუხლის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები არიან: მერი; მერის პირველი მოადგილე; მერის მოადგილე; მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური ინფორმაციის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის თვით ინფორმაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება იყოს პერსონალური ინფორმაცია, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, თანამდებობის პირების შესახებ არსებული ინფორმაცია არ მიეკუთვნება კერძო საკითხებთან დაკავშირებულ, გამხელისაგან დაცულ ისეთ სფეროს, რომ პირს გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი.
თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია და ადგენს საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის განსხვავებულ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.
მითითებული ნორმით კანონმდებელმა საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განასხვავა სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან, რაც განპირობებულია იმით, რომ იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო ფუნქციას ახორციელებენ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი მონაცემების საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა.
იმდენად, რამდენადაც მმართველობითი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი ამ სფეროში მომუშავე თანამდებობის პირთა მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მერიის თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ვინაობა და თითოეულ მათგანზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისაგან მიიღოს ინფორმაცია ბ-----------------–----–--------------ის თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შესახებ, მათი თანამდებობის მითითებით, ასევე თითოეულ მათგანზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობა თითეული თვის მიხედვით.
ხოლო რაც შეეხება თანამდებობის პირების გარდა მერიის სხვა თანამშრომელთა (შტატით და შტატგარეშე) და მერიის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომელთა (შტატით და შტატგარეშე) სრულ სახელობით სიას და თითოეულ მათგანზე გაცემულ შრომის ანაზღაურებას, აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დაცულია კანონით. მათ მიმართებაში ინფორმაცია შესაძლებელია გაცემული იქნას მათი პირადი მონაცემების გამხელის გარეშე, ანუ მსგავსი ინფორმაცია უნდა იქნას გაცემული საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა ნუსხის, ასევე თითოეულ საშტატო ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების სახით.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-----------------–----–--------------ის მხრიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაცემული არ იქნა, ამავდროულად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემი არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისგან.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მითითებული ნორმის შესაბამისად, ბ-----------------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ს----------–----–------–-------–-------------–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ბ-----------------–----–--------------ას დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ს----------–----–------–-------–-------------–იის 2019 წლის 29 ივლისის 8---- წერილით მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:
ა. ბ-----------------–----–--------------ის თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სრული სია მათი თანამდებობების მითითებით, ასევე თითოეულ მათგანზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობა თითოეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, მათ შორის იმ თანამდებობის პირთა (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სრული სია, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ;
ბ. ბ-----------------–----–--------------ის თანამშრომელთა საშტატო და შტატგარეშე ნუსხა, ასევე თითოეულ საშტატო/შტატგარეშე ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობა თითეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე;
გ. ბ-----------------–----–--------------ის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომელთა საშტატო და შტატგარეშე ნუსხა, ასევე თითოეულ საშტატო/შტატგარეშე ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობა თითეული თვის მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე;
2. ბ-----------------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა