გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.04.2018
საქმის ნომერი
120310018002344982
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2344982-3/048-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - მ---- გო----–-----ი

მოპასუხე _ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ა

წარმომადგენელი - ე-- ივ--–-–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაე--ლოს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 09.11.2017 წლის N1----- ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა.

1.2. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის კანონით დარღვევით დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით;

1.3. ვინაიდან ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ყოვლად უსაფუძვლოდ დაუკავა 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით, როგორც ,,საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს შეცდომით დარიცხული" თანხა, ახ--––--ის მ----ამ აუნაზღაუროს მითითებული თანხა, რომელიც არის მისი 12 დღის თანამდებობრივი სარგო, ვინაოდან 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე დადიოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და არავის არ გაუფრთხილებია, რომ გათავისუფლებული არის, მობილობა არ შეეხო, ან რეზერვში არის გადაყვანილი.

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 09/11/2017 წლის N1------ ბრძანებით მ---- გო----–-----ის სახელზე გამოწერილ იქნა პრემია 725 ლარის ოდენობით.

 

ახ--––--ის მ----ს 2018 წლის 31 იანვრის N2----- ბრძანებით და 2018 წლის 1-ლი თებერვლის N1014/07 წერილის თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩარიცხული არის რეზერვში და გაიცა მასზე კომპენსაცია 4470 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და მას გამოაკლდა ე.წ. შეცდომით დარიცხული 12 დღის თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით. 2017 წლის 30 ნოემბრამდე მოსარჩელე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ყოველ სამუშაო დღეს დადიოდა სამსახურში. 2017 წლის 01 დეკემბერს მ----ს ბრძანებით კი გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ამ სარჩელი არ სცნო და განმარტა, ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 09 ნოემბრის N1351 05 ბრძანებით გამოწერილი იყო პრემია ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის თანამშრომლებისათვის, მათ შორის მ---- გო----–-----ისათვის, 725 ლარის ოდენობით.

 

მ---- გო----–-----ი ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2018 წლის 31 იანვრის N2----- ბრძანებით და 2018 წლის 1-ლი თებერვლის N1014/07 წერილის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ„ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა საკომპენსაციო თანხა 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა). აღნიშნული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და ასევე მას გამოაკლდა საბოლოო ანგარიშსწორების დროს არასწორედ დარიცხული 12 დღის თანამდებობრივი სარგო - 681.14 ლარის ოდენობით.

 

ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 21 სექტემბრის N1------ ბრძანებით, ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის მოხელეთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე ბრძანება ჩაბარდა ყველა მოხელეს, და მათ შორის მ---- გო----–-----ს, რაც 2017 წლის 21 სექტემბრის საკანცელარიო ჟურნალში მ---- გო----–-----ის ხელმოწერით, რაც გულისხმობდა იმას, რომ მას უნდა სცოდნოდა მოსალოდნელი შედეგების თაობაზე და არქივთან დაკავშირებული თუ სხვა სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა მოეწესრიგებინა სამუშაო დღის განმავლობაში, ის გარემოება კი, რომ იგი დადიოდა თუ არა მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტმა განიცადა ლიკვიდაცია ვერ დასტურდება.

 

4.ფაქტობრივი გარემოებები:

 

4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1.მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე მ---- გო----–-----ი მუშაობდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის უროსის/ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ბრძანება 2017 წლის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------(იხ.სფ.17).

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ბრძანება 2017 წლის 01/12/2017 წლის ბრძანება №1-----(იხ.სფ.49).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

4.1.2. ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ---- გო----–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ბრძანება 2017 წლის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------და დანართი №1 (იხ.სფ.17-19).

 

4.1.3. საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახ--––--ე და ახ--––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახ--––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახ--––--ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილება.

 

4.1.4. ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 01 დეკემბრის N1----- ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ---- გო----–-----ი გათავისუფლდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ბრძანება 2017 წლის 01/12/2017 წლის ბრძანება №1-----(იხ.სფ.49).

 

4.1.5. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 18 დეკემბრის N267 07 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 01 დეკემბრის N1----- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 01 დეკემბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 18 დეკემბრის ბრძანება N267 07 (ს.ფ 80).

 

4.1.6. ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 21 სექტემბრის N 1------ ბრძანებით 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების (ძალაში შესვლის) დღიდან ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის გაუქმებასთან (ლიკვიდაცია) დაკავშირებით, ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის თანამშრომლებს, მათ შორის მ---- გო----–-----ს ეძლე-- გაფრთხილება შესაძლო განთავისუფლების თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 21 სექტემბრის N 1------ ბრძანება(იხ.სფ.68).

 

4.1.7. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2018 წლის 31 იანვრის N 2----- ბრძანებით მ---- გო----–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაე--ლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2018 წლის 31 იანვრის N 2----- ბრძანება (იხ.სფ.47).

 

4.1.8. მ---- გო----–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით 894 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (იხ.სფ.39-40)

- შესაგებელი (იხ. სფ.61-64).

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვა(სფ.48).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

4.1.9. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვით დადგენილია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 105-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მ---- გო----–-----ი ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში და ეძლე-- საკომპესაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა). 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორები დროს, შეცდომით დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით, აღნიშნული ზედმეტად ჩარიცხული თანამდებობრივი სარგოს დაკავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ დასარიცხი 3 თვის საკომპესაციო თანხიდან. შესაბამისად, კომპესაცია ჩაერიცხა 2894,86 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვა(სფ.48).

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 28 ნოემბრის №59/07 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ეთხოვა, რომ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის შესაბამისს თანამშრომლებს მიცემოდათ დაშვება ელექტრონული მომსახურეობის სისტემასთან და ელექტრონულ კოდზე თანდართულდანართის შესაბამისად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2017 წლის 28 ნოემბრის №59/07 მიმართვა დანართით.

 

4.2.2. 2017 წლის 14 ნოემბერს განხორციელდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, რომელიც არ განუხორციელებია ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას, არამედ განხორციელდა 2017 წლის 14 ნოემბერს უკვე აარსებული ქალაქ ახ--––--ის მ----ის მიერ, რაც დადასტურებულია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე აღნიშნული ბრძანების დაწუნება და უკან დაბრუნება ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ისათვის არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს მიმართვა მ---- გო----–-----ს (იხ.სფ.16).

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართვა მ---- გო----–-----ს.

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

4.2.3. ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------, რომლითაც 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ---- გო----–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის შეჩერება/შეწყვეტა, შესაბამისად იურიდიული ძალის მქონეა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს მიმართვა მ---- გო----–-----ს (იხ.სფ.16).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

4.2.4. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ---- გო----–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით, ხოლო შემდეგ ისინი 24 ნოემბრიდან დაინიშნენ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გადავიდნენ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს სხვა შენობაში, შესაბამისად 24 ნოემბრიდან უცნობია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმეთა ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

4.2.5. 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ---- გო----–-----ი გათავისუფლდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ბრძანება 2017 წლის 01/12/2017 წლის ბრძანება №1-----(იხ.სფ.49).

- ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვა(სფ.48).

- მ---- გო----–-----ის ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

- მოწმეთა ჩვენება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd.დისკი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვე--ში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელის მოთხოვნები: დაე--ლოს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 09.11.2017 წლის N1----- ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა.

ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის კანონით დარღვევით დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით და ვინაიდან ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ყოვლად უსაფუძვლოდ დაუკავა 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით, როგორც ,,საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს შეცდომით დარიცხული" თანხა, ახ--––--ის მ----ამ აუნაზღაუროს მითითებული თანხა, რომელიც არის მისი 12 დღის თანამდებობრივი სარგო, ვინაოდან 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე დადიოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და არავის არ გაუფრთხილებია, რომ გათავისუფლებული არის, მობილობა არ შეეხო, ან რეზერვში არის გადაყვანილი, გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

 

ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად მ----ა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მ----ს უფლებამოსილების განხორციელებას. მ----ას ხელმძღვანელობს მ----. მ----ა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მ----ის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მ----ს დავალებების შესრულებას. მ----ის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მ----ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად მ----ის თანამდებობის პირები არიან, მ----ის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

მოსარჩელე მ---- გო----–-----ი მუშაობდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის უროსის/ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შესაბამისად წარმოადგენდა მ----ის თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ----: ,,ა.გ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მ----ის თანამდებობის პირებს და ,,ა.დ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მ----ის მოსამსახურეებს.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.

 

ამავე კანონის 108-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

 

- დადგენილია, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახ--––--ე და ახ--––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახ--––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახ--––--ე.

 

დადგენილია, რომ რომ ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 01 დეკემბრის N1----- ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ---- გო----–-----ი გათავისუფლდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 18 დეკემბრის N267 07 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 01 დეკემბრის N1----- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 01 დეკემბრიდან. სხვა რაიმე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ გამოცემული არ ყოფილა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით და მოსარჩელის განმარტებით დადგენილია, რომ მ---- გო----–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რაც ასევე ცალსახად დასტურდება ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 01 დეკემბრის N1----- ბრძანებით, რომლის თანახმად 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ---- გო----–-----ი გათავისუფლდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვით, რომლითაც დადგენილია, რომ მ---- გო----–-----ს 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მ---- გო----–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან წარმოდგენილი არ აქვს, მათ შორის არც ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე, მაშინ როდესაც როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ----: ,,ა.გ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მ----ის თანამდებობის პირებს და ,,ა.დ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მ----ის მოსამსახურეებს, ასევე საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ, შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ---- გო----–-----ი გათავისუფლდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----აში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

 

ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2018 წლის 31 იანვრის N 2----- ბრძანებით მ---- გო----–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაე--ლა რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ მ---- გო----–-----ი 2018 წლის 31 იანვრის ბრძანებით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და 2018 წლის 31 იანვრამდე/ბრძანების გამოცემამდე საჯარო მოხელეს რა სტატუსი გააჩნდა საჯარო სამსახურთან მიმართებაში უცნობია, სასამართლო ვერ იმსჯელებს ბრძანების კანონიერებაზე და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თარიღზეც, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს და ცილდება მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2481-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოცემულ შემთხვე--ში მოთხოვნის ტრანსფორმირებად ვერ ჩაითვლებოდა. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვე--ში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლე-- კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაბამისად საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჩასარიცხი სარგო/ხელფასი არ შეიძლება და ვერ ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით 105-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპესაციად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის თანახმად შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

 

ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.

 

ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

 

ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 57-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელეთა ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.

 

ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 01/02 2018 წლის N1014/07 მიმართვით დადგენილია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ '' საქართველოს კანონის 105-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მ---- გო----–-----ი ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში და ეძლე-- საკომპესაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა). 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით, აღნიშნული ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ ჩაითვალა ზედმეტად ჩარიცხული თანამდებობრივი სარგოდ და მისი დაკავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ დასარიცხი 3 თვის საკომპესაციო თანხიდან. შესაბამისად, კომპესაცია ჩაერიცხა 2894,86 ლარის ოდენობით, სასამართლო აღნშნულზე განმარტავს, თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარი არ წარმოადგენდა ზედმეტდ ჩარიცხულ თანხას, რადგან საქმის მასალებით, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მ---- გო----–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იგი სამსახურიდან განთავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბრიდან, რის გამოც ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის დაკავება განხორციელდა საკომპესაციო თანხიდან უკანონოდ, რადგან ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ა ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ჩარიცხვა განეხორციელებია, რაც მათ მიერ ჯერ განხორციელდა, ხოლო შემდეგ მოხდა მისი უკანონოდ დაკავება საკომპესაციო თანხიდან, შესაბამისად ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ მ---- გო----–-----ისათვის არ მომხდარა ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ანაზღუარება, მაშინ როდესაც მ---- გო----–-----ი აღნიშნულ პერიოდში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალებას და თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 57-ე მუხლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ამიტომ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას უნდა დაე--ლოს მ---- გო----–-----ს აუნაზღაუროს 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით.

 

7.2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის ,,ა.ზ" პუნქტის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მ----ის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ.

 

დადგენილია, რომ ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ---- გო----–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახ--––--ე და ახ--––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახ--––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახ--––--ე.

 

- 2017 წლის 14 ნოემბერს განხორციელდა ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, რომელიც არ განუხორციელებია ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას, არამედ განხორციელდა 2017 წლის 14 ნოემბერს უკვე აარსებული ქალაქ ახ--––--ის მ----ის მიერ, რაც დადასტურებულია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე აღნიშნული ბრძანების დაწუნება და უკან დაბრუნება ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ისათვის არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.

 

- ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანების №1------, რომლითაც 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ---- გო----–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას არ მოუხდენია შეჩერება/შეწყვეტა, შესაბამისად იურიდიული ძალის მქონე.

 

აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, რადგან დადგენილია, რომ ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09/11/2017 წლის ბრძანება №1----- 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ---- გო----–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის შეჩერება/შეწყვეტა, არც დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, შესაბამისად სახეზე იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი, რომელიც მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის შემთხვე--ში ექვემდებარება აღსრულებას და სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ამიტომ უნდა დაე--ლოს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას მ---- გო----–-----ისათვის ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ს 09.11.2017 წლის N1----- ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა.

 

7.3. დადგენილია, რომ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 2018 წლის 31 იანვრის N 2----- ბრძანებით მ---- გო----–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაე--ლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა.

 

- მ---- გო----–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით 894 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვე--ში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლე-- შესაბამისი კომპენსაცია.

 

ამავე კანონის 105-ე მუხლის მპირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვე--ში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლე-- კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილებით ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეცამეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვე--ში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლე-- კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახე- სახელმწიფო კომპენსაცია.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

ამავე კანონის მეხუთე მუხლის თანახმად ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია:

ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწე--; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია, რომელშიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა თანამშრომლები არ შედიან.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

 

მოცემული მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მ---- გო----–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) არ წარმოადგენს სახელმწიფო კონფესაციას, არამედ წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას მობილობის შეუძლებლობის გამომდინარე მისი რეზერვში ჩარიცხვის გამო გაცემულ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა არა ყველა კომპესაცია, არამედ სახელმწიფო კომპენსაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მერ გო----–-----ისათვის გაცემული კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ექვემდებარებოდა საშემოსავლო დაბეგვრას, რაც კანონის შესაბამისად განხორციელდა, რის გამოც მ---- გო----–-----ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ---- გო----–-----ის სარელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაე--ლოს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას ქ. ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის 09.11.2017 წლის N 13505 ბრძანების დანართი N 1-ით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი თანხის 725 ლარის ჩარიცხვა მ---- გო----–-----ის სასარგებლოდ.

 

3. დაე--ლოს ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ას მ---- გო----–-----ს აუნაზღაუროს 681,14 ლარი.

 

4. მ---- გო----–-----ს უარი ეთქვას ახ--––--ის მუნიციპალიტეტის მ----ის დავალდებულებაზე აუნაზღაუროს 894 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (ქ. ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია