განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002344982
საქმე №3ბ/1333-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ე-------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ------------–-----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით მ------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09.11.2017 წლის N-------- ბრძანების დანართი N---ით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი თანხის 725 ლარის ჩარიცხვა მ------------–-----ის სასარგებლოდ. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მ------------–-----ს აუნაზღაუროს 681,14 ლარი. მ------------–-----ს უარი ეთქვას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულებაზე აუნაზღაუროს 894 ლარი.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე მ------------–-----ი მუშაობდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის უროსის/ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
2.2. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესასწაუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით.
2.3. საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.
2.4. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
2.5 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის N------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 01 დეკემბრიდან.
2.6. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანებით 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების (ძალაში შესვლის) დღიდან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გაუქმებასთან (ლიკვიდაცია) დაკავშირებით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, მათ შორის მ------------–-----ს ეძლევა გაფრთხილება შესაძლო განთავისუფლების თაობაზე.
2.7. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 იანვრის N------- ბრძანებით მ------------–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურს დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემა.
2.8 მ------------–-----ისათვის გაცემული საკომპენსაციო თანხა სამი თვის თანამდებობნრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 894 ლარის ოდენობით.
2.9. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 01/02 2018 წლის N------- მიმართვით დადგენილია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მ------------–-----ი ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში და ეძლევა საკომპენსაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა).
2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, შეცდომით დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ -30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით, აღნიშნული ზედმეტად ჩარიცხული თანამდებობრივი სარგოს დაკავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასარიცხი 3 თვის საკომპენსაციო თანხიდან. შესაბამისად, კომპენსაცია ჩაერიცხა 2894,86 ლარის ოდენობით.
მხარეების მიერ სადაოდ გახდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 ნოემბრის №59/07ნსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ეთხოვა, რომნახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისს თანამშრომლებს მიცემოდათ დაშვება ელექტრონული მომსახურეობის სისტემასთან და ელექტრონულ კოდზე თანდართულდანართის შესაბამისად.
2.11 2017 წლის 14 ნოემბერს განხორციელდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, რომელიც არ განუხორციელებია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, არამედ განხორციელდა 2017 წლის 14 ნოემბერს უკვე აარსებული ქალაქ ახალციხის მერიის მიერ, რაც დადასტურებულია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე აღნიშნული ბრძანების დაწუნება და უკან დაბრუნება ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.
2.12. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------, რომლითაც 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის შეჩერება/შეწყვეტა, შესაბამისად იურიდიული ძალის მქონეა.
2.13 მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით, ხოლო შემდეგ ისინი 24 ნოემბრიდან დაინიშნენ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გადავიდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სხვა შენობაში, შესაბამისად 24 ნოემბრიდან უცნობია.
2.14. 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა: საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს. მოსარჩელის მოთხოვნები: დაევალოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 09.11.2017 წლის N------ ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის კანონით დარღვევით დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით და ვინაიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ყოვლად უსაფუძვლოდ დაუკავა 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით, როგორც ,,საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს შეცდომით დარიცხული" თანხა, ახალციხის მერიამ აუნაზღაუროს მითითებული თანხა, რომელიც არის მისი 12 დღის თანამდებობრივი სარგო, ვინაოდან 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე დადიოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და არავის არ გაუფრთხილებია, რომ გათავისუფლებული არის, მობილობა არ შეეხო, ან რეზერვში არის გადაყვანილი, გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მშრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლზე, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად მერიის თანამდებობის პირები არიან, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მოსარჩელე მ------------–-----ი მუშაობდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის უროსის/ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შესაბამისად წარმოადგენდა მერიის თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მერი: ,,ა.გ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს და ,,ა.დ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.
ამავე კანონის 108-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის,ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.
დადგენილია, რომ რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის N------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 01 დეკემბრიდან. სხვა რაიმე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული არ ყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით და მოსარჩელის განმარტებით დადგენილია, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რაც ასევე ცალსახად დასტურდება ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანებით, რომლის თანახმად 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 01/02 2018 წლის N------- მიმართვით, რომლითაც დადგენილია, რომ მ------------–-----ს 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან წარმოდგენილი არ აქვს, მათ შორის არც ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე, მაშინ როდესაც როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მერი: ,,ა.გ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს და ,,ა.დ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს, ასევე საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ, შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 იანვრის N------- ბრძანებით მ------------–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაევალა რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ მ------------–-----ი 2018 წლის 31 იანვრის ბრძანებით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და 2018 წლის 31 იანვრამდე/ბრძანების გამოცემამდე საჯარო მოხელეს რა სტატუსი გააჩნდა საჯარო სამსახურთან მიმართებაში უცნობია, სასამართლო ვერ იმსჯელებს ბრძანების კანონიერებაზე და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თარიღზეც, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს და ცილდება მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 248-ე მუხლის თანახმად სასამართლომ განმარტა, რომ მას არ ჰქონდა მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2481-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ტრანსფორმირებად ვერ ჩაითვლებოდა.
ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაბამისად საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჩასარიცხი სარგო/ხელფასი არ შეიძლება და ვერ ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით 105-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპესაციად. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის თანახმად შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.
ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 57-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელეთა ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 01/02 2018 წლის N------- მიმართვით დადგენილია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ '' საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მ------------–-----ი ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში და ეძლევა საკომპესაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა). 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით, აღნიშნული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩაითვალა ზედმეტად ჩარიცხული თანამდებობრივი სარგოდ და მისი დაკავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასარიცხი 3 თვის საკომპესაციო თანხიდან. შესაბამისად, კომპესაცია ჩაერიცხა 2894,86 ლარის ოდენობით, სასამართლო აღნშნულზე განმარტავს, თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარი არ წარმოადგენდა ზედმეტდ ჩარიცხულ თანხას, რადგან საქმის მასალებით, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იგი სამსახურიდან განთავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბრიდან, რის გამოც ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის დაკავება განხორციელდა საკომპესაციო თანხიდან უკანონოდ, რადგან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ჩარიცხვა განეხორციელებია, რაც მათ მიერ ჯერ განხორციელდა, ხოლო შემდეგ მოხდა მისი უკანონოდ დაკავება საკომპესაციო თანხიდან, შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მ------------–-----ისათვის არ მომხდარა ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ანაზღუარება, მაშინ როდესაც მ------------–-----ი აღნიშნულ პერიოდში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალებას და თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 57-ე მუხლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ამიტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს მ------------–-----ს აუნაზღაუროს 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით.
2.16. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის ,,ა.ზ" პუნქტის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ.
დადგენილია, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.
- 2017 წლის 14 ნოემბერს განხორციელდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, რომელიც არ განუხორციელებია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, არამედ განხორციელდა 2017 წლის 14 ნოემბერს უკვე აარსებული ქალაქ ახალციხის მერიის მიერ, რაც დადასტურებულია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე აღნიშნული ბრძანების დაწუნება და უკან დაბრუნება ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.
- ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანების №1------, რომლითაც 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას არ მოუხდენია შეჩერება/შეწყვეტა, შესაბამისად იურიდიული ძალის მქონე.
აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, რადგან დადგენილია, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის შეჩერება/შეწყვეტა, არც დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, შესაბამისად სახეზე იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი, რომელიც მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას და სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ამიტომ უნდა დაევალოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მ------------–-----ისათვის ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 09.11.2017 წლის N------ ბრძანების დანართი N1- ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა.
2.17 დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 იანვრის N------- ბრძანებით მ------------–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა.
- მ------------–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით 894 ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
ამავე კანონის 105-ე მუხლის მპირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილებით ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეცამეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახე- სახელმწიფო კომპენსაცია.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამავე კანონის მეხუთე მუხლის თანახმად ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია, რომელშიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა თანამშრომლები არ შედიან.
ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე დასტურდებოდა, რომ მ------------–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) არ წარმოადგენს სახელმწიფო კონფესაციას, არამედ წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას მობილობის შეუძლებლობის გამომდინარე მისი რეზერვში ჩარიცხვის გამო გაცემულ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა არა ყველა კომპესაცია, არამედ სახელმწიფო კომპენსაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მერ გ------–-----ისათვის გაცემული კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ექვემდებარებოდა საშემოსავლო დაბეგვრას, რაც კანონის შესაბამისად განხორციელდა, რის გამოც მ------------–-----ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლო გადაწყვეტილება არასწორად შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა. ამასთან მიაჩნია, რომ სასამართლოს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა სამართლებრივ ნორმებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს: საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.
ამავე კანონის 108-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის,ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემებას , რომ დადგენილია და მხარეთა მიერ სადაოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.
ასევე, დადგენილია, რომ რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის N------ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 01 დეკემბრიდან. სხვა რაიმე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული არ ყოფილა.
უდავოა, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რაც ასევე ცალსახად დასტურდება ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N------ ბრძანებით, რომლის თანახმად 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 01/02 2018 წლის N------- მიმართვით, რომლითაც დადგენილია, რომ მ------------–-----ს 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან წარმოდგენილი არ აქვს, მათ შორის არც ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე, მაშინ როდესაც როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მერი: ,,ა.გ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს და ,,ა.დ" პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს, ასევე საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან მ------------–-----ი გათავისუფლდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 იანვრის N------- ბრძანებით მ------------–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაევალა რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მ------------–-----ი 2018 წლის 31 იანვრის ბრძანებით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და 2018 წლის 31 იანვრამდე/ბრძანების გამოცემამდე საჯარო მოხელეს რა სტატუსი გააჩნდა საჯარო სამსახურთან მიმართებაში უცნობია, სასამართლო მოკლებული იყო ემსჯელა ბრძანების კანონიერებაზე და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თარიღზეც, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაბამისად საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჩასარიცხი სარგო/ხელფასი არ შეიძლება და ვერ ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით 105-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპესაციად.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 01/02 2018 წლის N------- მიმართვით დადგენილია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ '' საქართველოს კანონის 105-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მ------------–-----ი ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში და ეძლევა საკომპესაციო თანხა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც შეადგენს 4470.00 ლარს (დარიცხული თანხა).
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ------------–-----ს 2017 წლის დეკემბრის თვეში, საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორების დროს, დაერიცხა ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ-30.11.2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის ოდენობით, აღნიშნული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩაითვალა ზედმეტად ჩარიცხული თანამდებობრივი სარგოდ და მისი დაკავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასარიცხი 3 თვის საკომპესაციო თანხიდან. შესაბამისად, კომპესაცია ჩაერიცხა 2894,86 ლარის ოდენობით, სასამართლო აღნშნულზე განმარტავს, თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარი არ წარმოადგენდა ზედმეტდ ჩარიცხულ თანხას, რადგან საქმის მასალებით, მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მ------------–-----ი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე დადიოდა სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იგი სამსახურიდან განთავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბრიდან, რის გამოც ნოემბრის თვის 12 სამუშაო დღის (14,11,2017წ-30,11,2017წ) თანამდებობრივი სარგო 681,14 ლარის დაკავება განხორციელდა საკომპესაციო თანხიდან უკანონოდ, რადგან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ჩარიცხვა განეხორციელებია, რაც მათ მიერ ჯერ განხორციელდა, ხოლო შემდეგ მოხდა მისი უკანონოდ დაკავება საკომპესაციო თანხიდან, შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მ------------–-----ისათვის არ მომხდარა ნოემბრის თვის (14.11.2017წ.-30.11.2017წ). 12 სამუშაო დღის ხელფასის 681.14 ლარის ანაზღუარება, მაშინ როდესაც მ------------–-----ი აღნიშნულ პერიოდში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალებას და თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 01 დეკემბერს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 57-ე მუხლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ამიტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს მ------------–-----ს აუნაზღაუროს 12 სამუშაო დღის (14.11.2017წ.-30.11.2017წ.) თანამდებობრივი სარგო 681.14 ლარის ოდენობით.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის მითითებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის ,,ა.ზ" პუნქტზე, რომლის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ.
დადგენილია, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახალციხე.
- 2017 წლის 14 ნოემბერს განხორციელდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №1------ დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, რომელიც არ განუხორციელებია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, არამედ განხორციელდა 2017 წლის 14 ნოემბერს უკვე აარსებული ქალაქ ახალციხის მერიის მიერ, რაც დადასტურებულია მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე აღნიშნული ბრძანების დაწუნება და უკან დაბრუნება ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.
- ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანების №1------, რომლითაც 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას არ მოუხდენია შეჩერება/შეწყვეტა, შესაბამისად იურიდიული ძალის მქონე.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, რადგან დადგენილია, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 09/11/2017 წლის ბრძანება №------ 2017 წლის ნოემბრის თვეში, გიორგობის დღესსაწუალთან დაკავშირებით მ------------–-----ი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-იურიდიული სამსახური, წახალისებული იქნა ერჯერადი ფულადი თანხით 725 ლარის ოდენობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის შეჩერება/შეწყვეტა, არც დაწუნება და გამოთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან, შესაბამისად სახეზე იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი, რომელიც მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას და სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ამიტომ უნდა დაევალოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მ------------–-----ისათვის ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 09.11.2017 წლის N------ ბრძანების დანართი N1- ით გათვალისწინებული გამოწერილი პრემიის 725 ლარის ჩარიცხვა.
6.4. დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 იანვრის N------- ბრძანებით მ------------–-----ს ეცნობა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხული მოხელისათვის შესაბამისი კომპესაციის გაცემა.
- მ------------–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით 894 ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
ამავე კანონის 105-ე მუხლის მპირველი ნაწილის თანახმად თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილებით ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეცამეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახე- სახელმწიფო კომპენსაცია.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამავე კანონის მეხუთე მუხლის თანახმად ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია, რომელშიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა თანამშრომლები არ შედიან.
ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და დასკვნის სახით განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე მ------------–-----ისათვის გაცემული საკომპესაციო თანხა სამი თვის თანამდებრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც შეადგინა 4470 ლარი (დარიცხული თანხა) არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპესაციას, არამედ წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას მობილობის შეუძლებლობის გამომდინარე მისი რეზერვში ჩარიცხვის გამო გაცემულ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა არა ყველა კომპესაცია, არამედ სახელმწიფო კომპენსაცია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული, რომ მ------------–-----ისათვის გაცემული კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგო ექვემდებარებოდა საშემოსავლო დაბეგვრას, რაც კანონის შესაბამისად განხორციელდა, რის გამოც მ------------–-----ს სწორად ეთქვა უარი აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აუნაზღაუროს გასაცემი კომპენსაციის ერთჯერადად გასაცემელი თანხის დაბეგვრის გამო, მიუღებელი თანხა 894 ლარის ოდენობით.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ ძალაში უნდა დარჩეს ახალციხის სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის,,უ’’ პუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად ს.ს.ს. კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა