გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
330310018002437481
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2812-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ხ----------------ე

წარმომადგენელი - ი-------------–---–ი

 

მოპასუხე - მოპასუხეები:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი - ნ--------------–ი

 

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს--–--------------ია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანება ,,ხ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ----------------ე აღადგინოს გათავისუფლებამდე დაკავებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–--------------------------------------იის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - ხ----------------ის სასარგებლოდ ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანების გამოცემის დღიდან, დაუქვითავი სახით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 1300 ლარის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენის შესახებ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასი - განაცდური);

 

1.5. დაეკიროს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელის - ხ----------------ის სასარგებლოდ ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება 2016-2021 წლების გამოუყენებელი შვებულებისათვის, თითოეული წლისათვის 1300 ლარის ოდენობით;

 

1.6. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას განახორციელოს მოსარჩელე ხ----------------ის სრულყოფილი მობილობა გათავისუფლების პერიოდისათვის არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე იმავე საჯარო დაწესებულებაში, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ხ----------------ე ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დასაქმებულია 2015 წლის 2 მარტიდან და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 დეკემბრის №------ ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №ბ------------ ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მთავარი სპეციალისტის (მ----------------------------------- უფროსი სპეციალისტი) ხ----------------ის თანამდებობად განისაზღვრა მ-------------------- უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 02 მარტის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 135);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 133);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 131);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 დეკემბრის №------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 124);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 24 აგვისტოს №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 129);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 24 აგვისტოს №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 127);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №ბ------------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 123).

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების - თბილისის რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია.

 

ხ----------------ემ პირადი ხელმოწერით დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმირების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 58);

- 2018 წლის 18 იანვრის გაფრთხილება (ტ.1. ს.ფ. 63).

 

3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-2 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა, დ-----------ის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, კ---–---------------------------------–---------------–--- ჩამოყალიბდა ოთხი საშტატო ერთეულით: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) (მეორე რანგი) – 2 საშტატო ერთეულით, 2. უფროსი სპეციალისტი (მე-------------------------------ია) - 1 საშტატო ერთეული და 3. უმცროსი სპეციალისტი (მეოთხე რანგის პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული. აღნიშნული დადგენილება გავრცელდა 2018 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მოქმედებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა, დ-----------ის შესაბამისად. მითითებული დანართის თანახმად, კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილება ჩამოყალიბდა სამი საშტატო ერთეულით: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) (მეორე რანგი) – 1 საშტატო ერთეულით, 2. უფროსი სპეციალისტი (მე-------------------------------ია) - 1 საშტატო ერთეული და 3. უმცროსი სპეციალისტი (მეოთხე რანგის პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის 22 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-2 დადგენილება, დ-----------ით (ტ.1. ს.ფ 127-130);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილება, დ-----------ით (ტ.1. ს.ფ 132-135).

 

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- უფროსმა განახორციელა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების, მათ შორის ხ----------------ის განვლილ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შეფასება, 2018 წლის 22 იანვარს. მითითებულ განყოფილებაში რეორგანიზაციამდე არსებული უფროსი სპეციალისტის (მე-------------------------------ია) თანამდებობაზე მყოფი ორივე თანამშრომელი შეფასდა ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის უნარი, პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის დონე, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მოტივაცია - შეფასების ხუთბალიანი სისტემით, დანართის შესაბამისად.

 

ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მ-------------------- უფროსი სპეციალისტების შეფასების შედეგად ხ----------------ე შეფასდა 4,00 ქულით (16 ქულა), ხოლო მეორე თანამშრომელი 4,25 ქულით (17 ქულით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მ-------------------- უფროსი სპეციალისტების შეფასების შესახებ 2018 წლის 22 იანვრის ო------, დანართით (ტ.1. ს.ფ. 64-66).

 

3.5. საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა (სამსახურის უფროსი) 2018 წლის 02 თებერვალს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს გადაუგზავნა მობილობას დაქვემდებარებულ პირთა სია, მათ შორის, ხ----------------ის, რანგისა და თანამდებობის მითითებით.

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 09 თებერვლის №გ1714 წერილით საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (სამსახურის უფროსი) გადაეგზავნა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, თბილისის მასშტაბით, მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) 2018 წლის 02 თებერვლის №0------------- წერილი, დანართით (ტ.1. ს.ფ. 97-98);

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 09 თებერვლის №გ1714 წერილი, დანართით (ს.ფ. 99-110).

 

3.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 15 თებერვლის №3----------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მობილობის განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ს----------------------------------------------------ს განყოფილების მე-------------------------------იის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა ხ----------------ის კანდიდატურა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2018 წლის 21 თებერვლის №0------------ წერილით ამავე მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ს----------------------------------------------------ს განყოფილების მე-------------------------------იის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე საჯაროდ გამოცხადდა ღია კონკურსი, 2018 წლის 31 იანვარს, რომელიც წერილის მიღების დროისთვისაც მიმდინარეობდა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2018 წლის 21 თებერვლის №0------------ წერილით მიღებული ინფორმაციის შესახებ ხ----------------ეს ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 07 მარტის №3------------- წერილით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ს----------------------------------------------------ს განყოფილების მე-------------------------------იის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე საჯაროდ გამოცხადდა ღია კონკურსი, 2018 წლის 30 იანვარს, განცხადების წარდგენის ვადა იყო 2018 წლის 09 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 15 თებერვლის №3----------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 52);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2018 წლის 21 თებერვლის №0------------ წერილი (ტ.1. ს.ფ. 56);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 07 მარტის №3------------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 114-115);

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 20 მარტის №გ3--- წერილი (ტ.2. ს.ფ. 168)

 

3.7. ხ----------------ემ 2018 წლის 21 თებერვლის №3------------- განცხადებით მოითხოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანებით, ხ----------------ის 2018 წლის 21 თებერვლის №3------------- პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მ-------------------- უფროსი სპეციალისტი ხ----------------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 22 თებერვლიდან. ამავე ბრძანებით ხ----------------ე ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხ----------------ის 2018 წლის 21 თებერვლის №3------------- განცხადება (ტ.1. ს.ფ. 57);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 55);

 

3.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მ-------------------- უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ვაკანტური იყო სხვადასხვა განყოფილებაში (სამხედრო განყოფილებაში, პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილებაში, ვერის უბნის საუბნო განყოფილებაში, წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში; 2018 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით - ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებასა და წავკისი-შინდისი-ტაბახმელას საუბნო განყოფილებაში; ხოლო 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით - მხოლოდ ზედამხედველობისა და რეაგირების განყოფილებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 95);

 

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 252);

- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 136);

 

3.9. ხ----------------ემ 2018 წლის 12 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.

 

ხ----------------ემ 2018 წლის 14 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით დამატებით მოითხოვა, რომ გამგეობას დაეცვა მისი შრომითი უფლებები, განეხილა მისი კანდიდატურა იმავე ან სხვა ტოლფასს, ასევე, ტოლფასზე დაბალ ან კიდევ სხვა თანამდებობაზე, ან სრულყოფილად განეხორციელებინა მისი მობილობა დაწესებულების გარეთ, ასევე აენაზღაურებინა განაცდური ხელფასი.

 

ხ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მოხდა საჩივრის ავტორისა და მოწინააღმდეგე მხარის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მონაწილეობით, ზეპირ მოსმენაზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ხ----------------ის 2018 წლის 12 მარტის №1---------------- და 2018 წლის 14 მარტის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხ----------------ის 2018 წლის 12 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 71);

- კორესპოდენციის მიღების ბარათი (ტ.1. ს.ფ. 72);

- ხ----------------ის 2018 წლის 14 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 73);

- კორესპოდენციის მიღების ბარათი (ტ.1. ს.ფ. 74);

- 2018 წლის 28 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, CD-დისკით (ტ.2. ს.ფ. 213-213, 302);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 მარტის №3------------- წერილობითი პოზიცია (ტ.2. ს.ფ. 217-218);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 204-212).

 

3.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილების - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსის) 2018 წლის 09 მარტის №1-------------- წერილით ხ----------------ეს გაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორაცია. ამავე წერილით მას ეცნობა, რომ ვაკანტურ პოზიციებზე არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების პროექტები შეთანხმების მიზნით გადაგზავნილი იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილების - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსის) 2018 წლის 09 მარტის №1-------------- წერილი, დანართით (ტ.1. ს.ფ. 77-91).

 

3.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–--------------------------------------იის უფროსი სპეციალისტი ხ----------------ე შვებულებაში იყო: 2017 წლის 04 მაისიდან 08 მაისის ჩათვლით; 2017 წლის 18 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, 2017 წლის 29 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, 2017 წლის 10 ნოემბერს, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 03 მაისის №ბ----------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 165);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 ივლისის №ბ----------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 163);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს №ბ----------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 161);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 09 ნოემბრის №ბ----------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 159);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 14 დეკემბრის №ბ----------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 157).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ხ----------------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანება ,,ხ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ----------- ბრძანება; ამასთან, ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია); ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2017 წლის 01 ივლისამდე და 2017 წლის 01 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქციები); საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ----------- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ხ----------------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან, განაცდურისა და კონკრეტული წლების კუთვნილი ანაზღაურებადი, გამოუყენებელი შვებულების თანხის (ფულადი კომპენსაციის) ანაზღაურებასთან, ასევე, სრულყოფილი მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

დადგენილია, რომ ხ----------------ე ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დასაქმებული იყო 2015 წლის 2 მარტიდან და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 28 დეკემბრის №------ ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 17 იანვრის №ბ------------ ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მთავარი სპეციალისტის (მ----------------------------------- უფროსი სპეციალისტი) ხ----------------ის თანამდებობად განისაზღვრა მ-------------------- უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს მითითებული კანონმდებლობა.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

 

მითითებული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა). რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი), რომელიც 82-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განმტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი; ბ) დარგობრივი განყოფილებები; გ) საუბნო განყოფილებები, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგების (სფეროების) მართვას. გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულია კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილება. აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილებით (დანართი №9) დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – რაიონის გამგეობის კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – რაიონის გამგეობის კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილების ტიპური დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის კ---–-----------------–-------------------------–----------ბის საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კუ-–-----------------–--------------------------–------------- მიმართულების პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – რაიონის გამგეობის კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილების ტიპური დებულების მე-4 მუხლის თანახმად, განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ხ----------------ე, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობაში მუშაობდა კ---–---------------------------------–---------------–---- მ-------------------- უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21 თებერვლის №ბ----------- ბრძანებით. ამავე ბრძანებით ხ----------------ემ ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

 

მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების - თბილისის რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია. ამასთან, ხ----------------ემ პირადი ხელმოწერით დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმირების ფაქტი.

 

საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-2 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა, დ-----------ის თანახმად, კ---–---------------------------------–---------------–--- ჩამოყალიბდა ოთხი საშტატო ერთეულით: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) (მეორე რანგი) – 1 საშტატო ერთეულით, 2. უფროსი სპეციალისტი (მე-------------------------------ია) - 2 საშტატო ერთეული და 3. უმცროსი სპეციალისტი (მეოთხე რანგის პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული. აღნიშნული დადგენილება გავრცელდა 2018 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მოქმედებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე. ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-21 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ახალი საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც, კუ-–-----------------–--------------------------–------------- განყოფილება ჩამოყალიბდა სამი საშტატო ერთეულით: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) (მეორე რანგი) – 1 საშტატო ერთეულით, 2. უფროსი სპეციალისტი (მე-------------------------------ია) - 1 საშტატო ერთეული და 3. უმცროსი სპეციალისტი (მეოთხე რანგის პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2018 წლის 22 თებერვლიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №1-2701 ბრძანებით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- უფროსმა 2018 წლის 22 იანვარს განახორციელა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების, მათ შორის ხ----------------ის განვლილ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შეფასება. მან მითითებულ განყოფილებაში რეორგანიზაციამდე არსებული უფროსი სპეციალისტის (მე-------------------------------ია) თანამდებობაზე მყოფი ორივე თანამშრომელი შეაფასა ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის უნარი, პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის დონე, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მოტივაცია - შეფასების ხუთბალიანი სისტემით. ამასთან, შეფასების შედეგად ხ----------------ე შეფასდა 4,00 ქულით (16 ქულა), ხოლო მეორე თანამშრომელი 4,25 ქულით (17 ქულით).

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლი კი ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე ბს№1655-1627 (კ-11), 11.04.2012წ.) და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

მითითებულ სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–---- მ-------------------- უფროსი სპეციალისტების შეფასების შესახებ 2018 წლის 22 იანვრის ო-------ისა და მისი დანართის (შეფასების ფორმის) შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვა უფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე და მისი კონკურენტი, ვისაც მიენიჭა უპირატესობა, უნდა შეეფასებინა პირს, რომელმაც კარგად იცის მის დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლების შესაძლებლობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ასევე, აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება თითოეული თანამშრომლის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც ახორციელებს ერთიდაიგივე თანამდებობაზე მყოფი ორი თანამშრომლის შეფასებას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს რა გადაწყვეტილებას მათი შეფასების შედეგად რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭების ან პირიქით - დაწუნების თაობაზე, ის ვალდებულია შესაფასებელ პირთა შორის არჩევანის გაკეთების გზით უპირატესობა მიანიჭოს ერთ-ერთ მათგანს; ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც გულისხმობს პირველ რიგში თითოეული შესაფასებელი პირის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ პირთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით, რადგან პირი უფლებამოსილია, იცოდეს, რა მიზეზით არ აარჩია დამსაქმებელმა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შეფასების ფორმა და ქულების დაწერა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.

 

ამდენად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელესთან მიმართებაში რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულის შემცირებისას ერთიდაიგივე თანამდებობაზე მყოფი ორი თანამშრომლის სრულყოფილად შეფასებას და არგუმენტირებულად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით სასამართლოს შინაგანი რწმენა ვერ შეექმნა საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, სასამართლო პროცესზე მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალაში არ არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დასაბუთდებოდა თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელმა პირმა) ხ----------------ის შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ----------- ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ----------------ესთან მიმართებაში.

 

6.7. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,ხ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

 

6.8. სასამართლო მიუთითებს, როგორც 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე, მითითებული პერიოდის შემდეგ მოქმედ იმავე კანონზე და განმარტავს, რომ 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 01 ივლისიდან მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

 

ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მიერ ნების გამოვლენაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-35-34(2კ-2კს-16), სადაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.გ-ას შეუძლია მოითხოვოს 2014 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, ვინაიდან, დამსაქმებლის მიზეზით, მის მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კ---–---------------------------------–---------------–--------------------------------------იის უფროსი სპეციალისტი ხ----------------ე შვებულებაში იყო: 2017 წლის 04 მაისიდან 08 მაისის ჩათვლით; 2017 წლის 18 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, 2017 წლის 29 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, 2017 წლის 10 ნოემბერს, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ----------------ეს შეეზღუდა რაა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება და ამავე დროს, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წელს, მოპასუხე ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია).

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამასთან, რაც შეეხება ხ----------------ის მიმართ მობილობის განხორციელების საკითხს, სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მობილობა გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის მისი თანხმობით გადაყვანას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

აღნიშნული განმტკიცებულია „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით, რომელიც განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას.

 

ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

 

ამრიგად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულის შემცირებისას ერთიდაიგივე თანამდებობაზე მყოფი ორი თანამშრომლის არასრულყოფილად შეფასებას და დაუსაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას; საქმეში წარმოდგენილ მასალაში არ არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დასაბუთდებოდა თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელმა პირმა) ხ----------------ის შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ----------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხ----------------ესთან მიმართებაში. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე, რომლებიც უკავშირდება, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას და სრულყოფილი მობილობის განხორციელებას მოპასუხის მხრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე მხარე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. მოსარჩელე შუამდგომლობს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებისათვის განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2018 წლის 01 მაისის ხელშეკრულებითა (რეგ. №---------) და 2018 წლის 01 მაისის №5--------- სალაროს შემოსავლის ორდერით (ტ.2. ს.ფ. 179-184) დასტურდება, რომ ხ----------------ემ შპს „პ-------–---–---------------–------------ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 3600 (სამიათასექვსასი) ლარი, თუმცა, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების თანხა 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, წარმომადგენელის მომსახურების მიზნით, ხ----------------ესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების, მათ შორის, მინდობილობის (ტ.1. ს.ფ. 185-187) სანოტარო წესით დამოწმებასთან დაკავშირებით, გადახდილია 23,60 ლარი (ოცდასამი ლარი და სამოცი თეთრი).

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ, ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯი (სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაური) 23.60 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 მაისის N--- ბრძანება ,,ხ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“;

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,ხ----------------ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2018 წლის 21 თებერვლის Nბ----------- ბრძანება;

 

4. მოპასუხე ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია);

 

5. ხ----------------ის სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯი (სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაური) 23.60 ლარის ოდენობით;

 

7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე