კარი III — საქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუსი
ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
ბ) (ამოღებულია - 18.10.2019, №5204);
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995);
ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია;
ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №2995 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის ორგანული კანონი №620 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2260 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №5204 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1720 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის ორგანული კანონი №4386 – ვებგვერდი, 30.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 19.07.2024 ორგანული კანონი №4386
- 06.09.2022 ორგანული კანონი №1720
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 18.10.2019 ორგანული კანონი №5204
- 04.05.2018 ორგანული კანონი №2260
- 06.04.2017 ორგანული კანონი №620
- 26.12.2014 ორგანული კანონი №2995
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ბ) გ(ადაუდებელი სასწრაფო დახმაროღებით უზრუნველყოფია - 18.10.2019, №5204); გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995); ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია; ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცი (ულ საყზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებარჩთვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვა; დის, ნე) ჩბართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობე წყლთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუფშავების წესის განსაზღვრა; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრა დობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილიზს – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა. .