ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპორგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58-59 |
|
2020 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზეც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის – ქვეპროგრამაში (კოდი 06 02 28) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განცხადების წარდგენის მომენტისათვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში.
ბ)შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
გ)შშმ პირთა სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები.
ა) შშმ პირებში კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) შშმ პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ) შშმ პირების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი , განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის მზადდება წერილი, ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
3. განცხადების/საპროექტი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასმახურის მიერ გაიცემა არამატერიალიზებული ვაუჩერი ან ფორმდება ხელშეკრულება.
2. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის დადგენას.
3. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება ქვეპროგრამის მოსარგებლესთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრება.
4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქვეპროგრამით მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას.
2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსარგებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პროგრამის დასახელება;
გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება;
დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.