ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2020 წლის 5 აგვისტო ქ. ოზურგეთი |
|
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
3. ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
1. დროებითი სტაციონარიდან:
ა) ჟურნალ-გაზეთები;
ბ) წიგნები;
გ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
დ) ყვავილები;
2. სეზონური ვაჭრობა დროებითი სტაციონარიდან:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის ბურახი);
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
3. არასტაციონალური კონსტრუქციებიდან
ა) ხილ-ბოსტნეული:
ა.ა) ვერტიკალურ სტელაჟზე ან/და დალხზე (თუ პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ა.ბ) სატრასპორტო საშუალებებზე;
ბ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
4. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად, დაუშვებელია სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.
2. საზოგადოებრივ და საკურორტო ადგილებში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვა) მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით.
3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა–ნაგებობად.
4. პირს, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით.
5. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისთვის, დასაშვებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურული ესკიზის საფუძველზე.
1. განსაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) ქალაქის იერსახე;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) სატრანსპორტო ნაკადი;
ე) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საგზაო მოძრაობის წესები;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
2. განსაზღვროს გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილი ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
3. შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი მოძრაობა კონკრეტული ადგილის ინტენსიობა/გამტარუნარიანობის გათვალისწინებით.
2. გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფართის სასყიდლით გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად.
3. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭებისა და შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას.
4. პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის.
5. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.
6. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს გარე ვაჭრობის უფლების რამდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელს, გვარსა და მისამართს;
ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;
გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;
დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას.
9. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
10. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების და ფართის გამოყოფის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება უნდა ადგენდეს:
ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;
ბ) გადაცემული ფართის საფასურის გადახდის ვადებს;
გ) გადაცემული ფართის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას;
დ) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გადაცემული ფართის საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;
ე) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;
ვ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;
ზ) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;
თ) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;
ი) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას;
კ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.
11. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლებისა და ფართის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წერილის სახით.
12. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
13. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე;
ბ) გარე ვაჭრობა, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.