ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2022 წლის 31 მარტი ქ. ტყიბული
|
|
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
გ) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს.
ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო(მუნიციპალიტეტის მერი).
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
7. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.
9. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.
10. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებების თანახმად დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იქნეს მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, შეიტანოს ცვლილება ,,გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან გააუქმოს მისი ცალკეული ნაწილი.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
თ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
ი) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით და პურით, აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით ,,სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს მარტივი შეტყობინებით, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
ბ) არქიტექტურულ ესკიზს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
დ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში).
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია (უფლებამოსილი სამსახური – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მარტივ შეტყობინებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში მარტივი შეტყობინებით წარდგენილი ინფორმაცია ითვლება შეთანხმებულად.
5. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
ა) გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების წესების დარღვევა;
ბ) გარე ვაჭრობა იმ ადგილებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გარე ვაჭრობის ადგილებად;
გ) იმ საქონლით და მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია და არ არის ნებადართული ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად.
2.დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.