კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2019 წლის 4 ივნისი ქ. კასპი |
|
ვაჭრობის რეგულირების წესები
2. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან, ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;
ე) საქონლის რეალიზაცია შენობაში განთავსებული ობიექტიდან, მათ შორის საწარმოო ობიექტიდან ან სასაწყობო ნაგებობიდან, თუ საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს.
2. სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით, ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის.
3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციებით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა.
4. საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ტროტუარები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცე.
ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) ქალაქის იერსახე;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) სატრანსპორტო ნაკადი;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები
3. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს კასპის მუნიციპალიტეტი მერი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის მერი ახორციელებს, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:
ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლისმე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და
წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს ვადაც (რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად).
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
4. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
ვ) ლუდი.
6. დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის ტროტუარის გამოყენება ბორდიურიდან (ნაწი-ბურიდან) 80 სანტიმეტრზე ახლო მანძილზე ან და გარე ვაჭრობისათვის განკუთვ-ნილი ნივთი განთავსდეს 80 სანტიმეტრზე ახლო მანძილზე ბორდიურიდან.
7. გარე ვაჭრობა აკრძალულია, ქალაქ კასპში, მერაბ კოსტავას, გიორგი სააკაძის და დავით აღმაშენებლის ქუჩების ცენტრალურ ნაწილში. ასევე ვაჭრობა აკრძალულია სახელდახელოდ მოწყობილი დახლებიდან და ყუთებიდან.
8. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში;
დ) ხილი და ბოსტნეულისათანადო ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ე) ლუდი.
9. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით,საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.
3. გარე ვაჭრობის საფასური დგინდება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული 1 კვ.მ მიწის ფართობის ყოველთვიური საფასურის სახით, შემდეგი საქმიანობის ტიპების მიხედვით:
ა) ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების, და ლუდი-აღნიშნული ტიპის საქმიანობაზე განისაზღვროს 1 კვ.მ – 30 ლარი;
ბ) საზოგადოებრივი კვების ობიექტების წინ, საზოგადოებრივი კვების დანიშნულების საქონელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, ქოლგები და ა.შ.) დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ. განისაზღვოს – 5ლარი;
გ) ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები, ატრაქციონები და სხვა აპარატები, დაკავებული ტერიტორიის 1კვ.მ. განისაზღვროს – 40 ლარი;
დ) ყველა სხვა სხის პროდუქციაზე, რომელიც დაშვებულია გარე ვაჭრობისათვის 1 კვ.მ დაკავებულ ტერიტორიაზე განისაზღვროს – 30 ლარი.
4. გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართება კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.