ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2015 წლის 1 სექტემბერი ქ. ქარელი |
|
წესები
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი,საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება.
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში(შემდგომში-ობიექტის), მათ შორის საწარმოო ობიექტში, ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. გარე ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით განხორციელდეს ობიექტის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილბოსტნეული არის ობიექტის საკუთარი პროდუქცია, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
4. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა,
5. სატრანსპორტო საშუალებიდან, ან მისი მისაბმელიდან გარე ვაჭრობა აიკრძალოს ქარელში - თამარ მეფის და 9 აპრილის ქუჩებზე).
6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელებითა და წყლებით;
ბ) ნაყინით (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) ყველა სახეობის ხილითა და ბოსტნეულით.
დ) შეშით;
ე) ნებადართულია ღია კაფეების მოწყობა;
ვ) გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით სადღესასწაულო და წინა სადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
7. დაუშვებელია, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იქნას ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 150 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 150 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე და შენობის კედლიდან (ნაწიბურიდან) 70 სანტიმეტრით მეტ მანძილზე.
8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს, ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი მოძრაობა კონკრეტული ადგილის ინტენსიობა - გამტარუნარიანობის გათვალისწინებით,
9. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
2. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
3. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები მუხლი 1. რეგულირების სფერო