სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.020388
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ
მუხლი 1
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-9 მუხლისა და 75-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნეს რისკის მართვის შემდეგი დროებითი ზომები:

ა) აიკრძალოს ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ, ბაზარზე განთავსების მიზნით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით;

გ) დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა.

2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს, არ დაუშვან სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობის ფაქტები.

3. ამ დადგენილების პირობების დარღვევით წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება დაუშვებელია, ხოლო ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები და სანელებლები ექვემდებარება ამოღებას/გამოთხოვასა და განადგურებას.

4. რისკის მართვის დროებითი ზომები გაგრძელდეს რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე, მაგრამ დადგენილების მიღებიდან არაუმეტეს 2 წლისა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი