ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11-56 |
|
2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
|
2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა) სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად გაცნობისათვის სათანადო პირობების შექმნა;
ბ) სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სამშენებლო სამართალდარღვევის პრევენცია და დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა.
ა) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის XV თავით გათვალისწინებული სამართალდარღვევები;
ბ) სამშენებლო სამართალდამრღვევი – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირები;
გ) ადმინისტრაციული საჩივარი – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივარი;
დ) დადგენილება – სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული დადგენილება;
ე) გადაწყვეტილება – დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ვ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური;
ზ) მუნიციპალური ინსპექცია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები, რომელიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით.
2. ოფიციალურ გაცნობის მიზნით გადაწყვეტილების გაგზავნას ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე უზრუნველყოფს სამსახური, გადაწყვეტილების გამოცემიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში.
3. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს გადაწყვეტილების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება:
ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
ბ) გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსება.
2. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება მხოლოდ გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი.
3. გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისას მასზე მითითებული უნდა იქნას მისი განთავსების თარიღი, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენის გზით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს ადგენს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. ოქმს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების დამადასტურებელი შესაბამისი ფოტომალასა. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ეგზავნება სამსახურსაც.
5. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განსათავსებელ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას მუნიციპალურ ინსპექციას უგზავნის სამსახური.
2. ვებგვერდზე განთავსდება მხოლოდ გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი.
3. გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს განთავსების თარიღი. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 7 თვის განმავლობაში.
2. გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობად ჩაითვლება შესაბამისი გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისა და ვებგვერდზე განთავსების დრო არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩაბარების 7 დღიანი ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან განხორციელებული განთავსებიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.06.2022. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11-56. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.016992.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“, №11-56, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016992 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492080/