ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-14 |
|
2015 წლის 2 მარტი ქ. თბილისი |
|
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირები;
ბ) შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
გ) შშმ პირთა სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები.
ა) შშმ პირებში კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) შშმ პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ) შშმ პირების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა.
ა) საქართელოს მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს სამსახური.
3. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
4. სამსახურის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს.
2. სამსახურის მიერ, შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის მოსარგებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა განხორციელდება სამსახურის მიერ.
4. პროგრამის ძირითადი დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის - ქვეპროგრამაში (6.2.28 კოდი) ქალაქ თბილისის მუნიუციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
2. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება მიმწოდებლებთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრება.
3. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას.
4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას.
2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პროგრამის დასახელება;
გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულება;
დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
1.
დამტკიცებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის პროექტი, დანართის შესაბამისად.2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი